суббота, 6 июня 2009 г.

გუნდურ-ინტეგრირებული პროექტი






“დედის ცრემლები”


XXI-ე საუკუნე დაიწყო და ისევ ისე დასტირის 76-ე სკოლა ომში დაღუპულ “ღიმილის ბიჭებს”. სამამულო ომის დროს სკოლა გოსპიტლის ფუნქციას ასრულებდა; მას შემდეგ რა არ მოხდა, რამდენი ომიც გადაიტანა ქვეყანამ იმდენი დააღი ამჩნევია სკოლის შენობას, საზოგადოებას, რომელიც მის გარშემო დასახლებულა, მოსწავლეებს, რომელთა ჟრიამულითაც ცოცხლობს ჩვენი სკოლა.
პროექტში გვინდა გაცოცხლდეს ყველა და ყველაფერი; ამას თხოულობს ყველა: დიდი თუ პატარა, სკოლის შენობის კედლებიც, მისი სარდაფი და სახურავი, სკოლის უზარმაზარი ეზო, რომლის გვერდით აეროპორტია და მფრინავები მშვიდობიან ზეცას ნატრობენ-მშვიდობიანს, ნამდვილს, ჭეშმარიტს და არა მოჩვენებითს./ლნკ-სკოლის ნაგებობით, ეზოთი/.
სკოლაში დაწყებითი კლასის მასწავლებელი, სოხუმიდან დევნილი გამოცდილი პედაგოგი IVკლასის მოსწავლეებს ხელოვნების გაკვეთილს უტარებდა. დასვენებაზე ნათელა ღვინჯილია გაბრწყინებული სახით დირექციაში შემოვიდა და მთხოვა სკოლის სტადიონზე გავყოლოდი, თან დაატანა, რომ მეოთხე კლასელთა აღმოჩენა უნდა ეჩვენებინა.
სტადიონზე ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა: შუაგულ მოასფალტებულ ადგილას მინდვრის ყვავილებით ამოჭრილი, ამოქარგული უზარმაზარი ჯვარი იყო.
ერთი თვეა ვფიქრობთ დაღუპულ ჯარისკაცებს მემორიალი ავუგოთ; ასეთი რამ ადრე არავის უთქვამს და ახლა ჩვენი გადაწყვეტილების შემდეგ თითქოს ცამ და უფალმა ნიშანი მოგვცა, თითქოს ნებართვაც იმათი-დაღუპული სულებისგან მოდიოდეს, ხსენებას თხოულობენო.
ხოდა ეს გაზაფხულიც ერთხელ კიდევ შეგვახსენებს, რომ ისინი გახსენებას ჩვენგანაც თხოულობენ/ლნკ-ჯვარი, ნათელა ღვინჯილია-მოსწავლეებთან ერთად/.
სკოლას რამდენიმე პროექტი აქვს გაკეთებული, გამოცდილება დიდი გვაქვს, მაგრამ ასეთი მასშტაბით, რომ მთელი სკოლა და გარშემო საზოგადოება ჩავრთოთ-პირველია.
პრობლემა:
*კონკურსის გამოცხადება;
*სამიზნე ჯგუფების შექმნა;
*საზოგადოების-თემის ჩართვა პროექტის განხორციელებაში;
*სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა ურთიერთთანამშრომლობა;



*კონკურსის გამოცხადება:
1. ჩატარდა კათედრების სხდომები,სადაც განიხილეს პროექტის “დედის ცრემლების”საკითხი.
2.კათედრის თავჯდომარეებმა: ესთეტიკის-თ. თოფურიამ და მშობლიურის კათედრის- ლ.ნარსავიძემ მასწავლებლებთან შეთანხმებით მიიღეს გადაწყვეტილება, სათავეში ჩასდგომოდნენ პროექტის განხორციელებას და შესდგა განხორციელების გეგმა.
ესთეტიკის კათედრა:
მოსწავლეებს უნდა შეექმნათ ესკიზები, სიმღერები, მუსიკალური ნაწარმოებები, რომელიც იქნებოდა დაღუპულ ბიჭებისადმი მიძღვნილი და კონკურსს ეწოდა სახელი “ღიმილის ბიჭებს”.
მშობლიურის კათედრა:
მოსწავლეებს უნდა დაეწერათ ლექსები, ნარკვევები, ჩანახატები, ასევე უნდა მოეძიებინათ მასალა ჩვენი სკოლის ბიჭების შესახებ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს
დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში, აეღოთ ინტერვიუები და მოძიებული მასალა მოეტანათ პროექტის ხელმძღვანელისათვის.
*სამიზნე ჯგუფების შექმნა:
გამოცხადდა რა კონკურსი, ყველაზე აქტიურად ჩაერთო მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები:
XI1 –დამრიგებელი ირ. ლოლიშვილი, გუნდის კაპიტანი არ. ცქვიტაია
XI2- დამრიგებელი მ.შარაშენიძე, გუნდის კაპიტანი თ. როსტიაშვილი
XI4 –დამრიგებელი ხ. ყარყარაშვილი, გუნდის კაპიტანი ვერონიკა ლომინაძე.
პროექტის ხელმძღვანელები: თ. ათუაშვილი და ვ. კოლბაია
კოორდინატორი სკოლის იურისტი და სამართლის მასწავლებელი ბატ. გოგი გიგაშვილი
გუნდის კაპიტნების დახასიათება:
1. არკადი ცქვიტაია-აერონავიგაციის კონკურსებში გამარჯვებული. მიღებული აქვს ფულადი ჯილდოებიც. მიმდინარე სასწავლო წელს მიწვეული იყო თურქეთში როგორც დემირელის სახ. კონკურსებში მონაწილე და პირველ ადგილზე გასული მოსწავლე. შექმნის სკვერის დიზაინს და კომპიუტერულ გრაფიკას.
2. თემურ როსტიაშვილი-სპორტსმენი, რომელიც სკოლის მოსწავლეებს მობილიზაციას გაუკეთებს და სკვერის მოწყობაში და მუშაობაში აქტიურად ჩართავს აეროპორტის ახალგაზრდობას.
3. ვერონიკა ლომინაძე- არის ახალგაზრდული კლუბის წევრი, ხატავს, ქმნის საკონკურსო ნამუშევრებს, მოიძიებს ფინანსებს, დაამყარებს საზოგადოებასთან კავშირს, სკოლაში შექმნილ ესკიზებს არკადი ცქვიტაიასთან ერთად მისცემს საბოლოო სახეს.
4. მასწავლებლები: ირ. ლიპარტელიანი დაეხმარება მშობლიურის კათედრას შეირჩეს ლექსი, რომელზედაც დაიწერება სიმღერა.
5. სკოლის იურისტი გ. გიგაშვილი სკვერში მიმდინარე მუშაობის დროს კოორდინაციას და კონტროლს გაუწევს შადრევანის ე.წ. “დედის ცრემლების” და მემორიალის “ღიმილის ბიჭების” შექმნას და პროექტის “გაცოცხლებას”.

*საზოგადოების-თემის ჩართვა პროექტის განხორციელებაში:
მოსწავლეებს პროექტის ხელმძღანელების მიერ: ვ. კოლბაია და თ. ათუაშვილის მიერ მიეცემოდათ დავალება, გაეკითხათ და აეროპორტის დასახლებაში და ალექსეევკაში მოეძიებინათ მასალა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემდა დაგვედგინა ჩვენი სკოლის ყოფილი მოსწავლეების ომთან დაკავშირებული ისტორიები.


*სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა ურთიერთთანამშრომლობა
სკოლაში კვირაში ორი დღე ფუნქციონირებდა იურისტის გ. გიგაშვილის სამუშაო ოთახი, რომელიც იღებდა მოგროვილ მასალას და მის მიზნობრივ განაწილებას ახდენდა;
მოგროვდა მასალა და შესრულებულმა მუშAობამ მოლოდინს გადააჭარბა.
მუშაობა დღესაც გრძელდება, ჩართულია მთლიანად სკოლა და მოსახლეობა.


პროექტის მიზანი და პრობლემის აქტუალობა:
*სკოლა ეთნიკურად მრავალფეროვანია
*სკოლაში და დასახლებაში უამრავი დევნილია, ახალი და ძველი, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან…
*სკოლაში მუშაობენ აფხაზეთიდან დევნილი პედაგოგები, რომლებმაც ზედმიწევნით კარგად იციან იმ მფრინავი ვაჟკაცი ბიჭების ისტორია, ვინც ზრუნავდა მათ გადარჩენაზე და ვინც ამ ომს შეეწირა;
სწორედ მათ ისტორიას მოგიყვებით, სწორედ მათი სახელობის წყაროს და მემორიალს ავაშენებთ.
*აეროპორტში არ არის ადგილი, სადაც დედები და ახლობლები მივლენ და თაავის შვილებს, ქმრებს, მამებს, ძმებს და თუნდაც სიყვარულს დაიტირებენ, უმეტესობა დაღუპულების ხომ “ღიმილის ბიჭები”იყვნენ.
*პრობლემა აქტუალურია, დღესაც ომის პირობებში უხდება საქართველოს ხალხს ცხოვრება, გმირები კი გახსენებას თხოულობენ…
*მასალა, რომელიც მოძიებული იქნებოდა ერთგვარ კვლევის სახესაც მიიღებდა, რადგან ბევრი ახალგაზრდა წავიდა და სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლაში ისე დაიღუპა, რომ იქნებ არც სკოლამ და არც აეროპორტის დასახლებას მისი გმირობის ამბავი ჯერაც არ გაუგია.
ქვემოთ ბევრს საინტერესოს შემოგთავაზებთ.
შეიქმნება მასალა, რომელიც გაშუქდება და გამოქვეყნდება.
ვფიქრობთ მუშაობაში დახმარება ვთხოვოთ ორხევისა და ლილოს სკოლის მოსწავლეებს, რადგანაც მუშაობის პროცესში გაირკვა, რომ ერთიორი დაღუპული ახალგაზრდის ოჯახი საცხოვრებლად ამ ადგილებში გადასულან, დარდს ვერ გაუძლეს და საცხოვრებელი გამოიცვალესო.

Комментариев нет:

Отправить комментарий